„სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/153, 1999 წლის 31 მარტის №1-3/154 ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-3/539
მიმღები ორგანო
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-08-30
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-31
სარეგისტრაციო კოდი
020.012.003.786
„სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/153, 1999 წლის 31 მარტის №1-3/154 ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი            020.012.003.786

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/539

1999 წლის 30 აგვისტო

ქ.თბილისი

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/153, 1999 წლის 31 მარტის №1-3/154 ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის საფუძველზე, ენერგოსექტორის პრივატიზების საკითხებში საინვესტიციო ბანკ "მერილ ლინჩის" მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/153, 1999 წლის 31 მარტის №1-3/154 ბრძანებებში ცვლილებების შეტანის მიზნით ვბრძანებ:

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებაში:

ა) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები შემდგომში "მყიდველი" და სიტყვა "მსურველი"-ს შემდეგ ჩაიწეროს "(მსურველები, პრედენტენტი)".

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:

"ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე საპრივატიზებო ქონების (აქციების) შესაძენად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განცხადებით მიმართავს რამდინემე მყიდველი, შეიძლება მოხდეს შემოსული წინადადებების შედარებითი განხილვა და ადგილი ჰქონდეს კონკურენტული პირდაპირი მიყიდვის პროცესს, რის შემდეგაც მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია არჩევს საუკეთესო შემოთავაზებას და სათანადო წინადადებას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 15 აპრილის №142 განკარგულებით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია არჩევს საუკეთესო შემოთავზებას და სათანადო წინადადებას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/154 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ" დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები "არანაკლებ 4 თვით ადრე" შეიცვალოს სიტყვებით "1-დან 4 თვემდე ვადით".

3. დაევალოს სამინისტროს:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ "საკანონმდებლო მაცნესა" და "მესაკუთრეში" გამოქვეყნება.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანათვე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ მ. გაბუნიას.

მ. უკლება

 

 

კრებსითი — სრული ვერსია