სახლემწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.766
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფოზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №39
1999 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისას სადაზღვევო თანხის განსაზღვრის შესახებ
საქარველოში ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულთათვის სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით:
1. „ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო თანხა განისაზღვროს 3750 ლარის ოდენობით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე