„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-05-27
სარეგისტრაციო კოდი
180.012.003.570
„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი   180.012.003.570.

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №35

1999 წლის 27 მაისი

 ქ. თბილისი

"საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ"  ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

რკინიგზაზე ტვირთის მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივნისის №380 ბრძანებულების "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებათა შესახებ" მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის რეალიზაციის მიზნით, სატარიფო პოლიტიკის მუხლ 4.2.3-ის ა) ქვეპუნქტში "სადგურ გარდაბნიდან: სადგურ სადახლომდე, ახალციხემდე, ვალემდე და უკუმიმართულებით" ამოღებულ იქნეს სადგურები ახალციხე და ვალე და ქვეპუნქტს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით: "ქ. სერახსის ხელშეკრულების პირობების გათვალასიწინებით სადგურ გარდაბნიდან სადგურ  ახალციხემდე, ვალემდე სატრანზიტო გადაზიდვებზე დაწესდეს ტარიფი 8 ამერიკული დოლარის ოდენობით ერთ ტონაზე".

2. მუხლ 1.4-ს დაემატოს აბზაცი შემდეგი რედაქციით: "უზბეკეთის დანიშნულებით სოიოს (პოზიცია 021100) სატრანზიტო გადაზიდვისას დადგინდეს 20 პროცენტიანი შეღავათიანი ტარიფი".

3. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია