„მეწარმე სუბიექტისათვის საბანკო დაწესებულებებში შესაბამისი ბეჭდის გარეშე ანგარიშების გახსნის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
ეროვნული ბანკი
მიღების თარიღი
1999-05-18
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-28
სარეგისტრაციო კოდი
090.011.003.569
„მეწარმე სუბიექტისათვის საბანკო დაწესებულებებში შესაბამისი ბეჭდის გარეშე ანგარიშების გახსნის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.011.003.569

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №115

1999 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

მეწარმე სუბიექტებისათვის საბანკო დაწესებულებებში შესაბამისი ბეჭდის გარეშე ანგარიშების გახსნის თაობაზე

სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტის განვითარების პოლიტიკის პრინციპებზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 დეკემბრის №381/6 რეზოლუციის შესრულების მიზნით, ახალი სამეწარმეო სტრუქტურის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 73-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ვბრძანებ:

1. მეწარმე სუბიექტებს საბანკო დაწესმებულებებში ანგარიში გაეხსნათ შესაბამისი ბეჭდის გარეშე.

2. საბანკო დაწესებულებები მათთვის ანგარიშის გახსნის დროს სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ხელწერის ნიმუშის წარდგენით.

ი. მანაგაძე

კრებსითი — სრული ვერსია