„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/37
მიმღები ორგანო
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-04-21
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-27
სარეგისტრაციო კოდი
180.012.003.532
„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.532

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის

ბრძანება №01/37

1999 წლის 21 აპრილი           

 ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წ. 6 თებერვლის №68 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების“ მე-17 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:

ა. 1999 წ. 27 აპრილიდან, დაცული ცხოველები (WWF), „წავი“ – 4 მარკა; ავტორები – იუენ ბელი და ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ლითოგრაფიული 4 ფერში; ქაღალდი – 102-გრამიანი გუმირებული; პერფორაცია – 12; თითოეული მარკის ტირაჟი – 250 ათასი ცალი, აქედან 125 ათასი თითოეული დასახელების მარკა დაბეჭდილია ფურცლებად (1 ფურცელში 10 მარკა), დანარჩენი 125 ათასი ცალი საერთო (მცირე) ფურცლებად (1 საერთო ფურცელი შეიცავს 4 სხვადასხვა მარკისაგან შემდგარ 5 სერიას); ზომები: მარკების 28,5 X 42 მმ, ფურცლების 165 X 105 მმ. საერთო (მცირე) ფურცლების 218 X 187 მმ.

მარკა №221 ინდექსით ა.

ნომინალი 10 თ.

მარკა №222 ინდექსით ბ.

ნომინალით 20 თ.

მარკა №223 ინდექსით გ.

ნომინალით 30 თ.

 მარკა №224 ინდექსით დ.

ნომინალით 60 თ.

ბ. 1999 წლის 28 აპრილიდან, „ევროპა-99“ მარკა. „ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალი“ და „ლაგოდეხის ნაკრძალი“; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა – ლითოგრაფიული 4 ფერში; ქაღალდი – 102-გრამიანი გუმირებული; პერფორაცია – 12; თითოეული მარკის ტირაჟი – 180 ათ. ცალი; მარკები დაბეჭდილია ფურცლებად (1 ფურცელში 10 მარკა); ზომები: მარკების 28, 5 X 42 მმ, ფურცლების 165X105 მმ.

მარკა №225 ინდექსით ა.

„ბაწარა-ბაბნეურის ნაკრძალი“

ნომინალით 20 თ.

მარკა №226 ინდექსით ბ.

„ლაგოდეხის ნაკრძალი“

ნომინალით 80 თ.

ს. ესაკია

 

კრებსითი — სრული ვერსია