სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.530
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №23
1999 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ტვირთის მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. გაუქმდეს მუხლი 4.2.3.-ის ა) ქვეპუნქტის პირველი აბზაცი და ჩამოყალიბდეს იგი ახალი რედაქციით: "ნედლი ნავთობის (პოზიცია 201) გადაზიდვის ღირებულება სადგურ გარდაბნიდან სადგურ ბათუმამდე განისაზღვროს ერთ ტონაზე 5,00 აშშ დოლარის ოდენობით.
2. გაუქმდეს მუხლი 1.4.-ის მე-4 და მე-5 აბზაცი.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი