„საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
264
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-31
სარეგისტრაციო კოდი
460.080.000.10.003.001.208
„საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №65, მუხლი 723) შეტანილ იქნეს ცვლილება და ,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ №1 ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    გ. მგალობლიშვილი

ცხრილი №1

საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2008-2011 წწ.

 

 

დასახელება

თანხა (ლარობით) წლების მიხედვით

სულ

2008

2009

2010

2011

1

საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ქალთა და ბავ­შვთა რაგბი, საქართველოს ჩემპიონა­ტე­ბი, სარაგბო აკადემია, ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონა­ტე­ბში მონაწილე გუნდების მხარდაჭერა, შეკრებებისა და შეჯიბრებების ხარჯები, დაზღვევა/ლიცენზირება, მსაჯთა და მწვრთნელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტული ინვენტარის შეძენა, ხელფასების და მივლინების ანაზღაურება და სხვ.)

2190000

2835379

3037710

3565600

11628689

2

ეროვნული ნაკრების წევრების პრემირება

200000

 

 

 

200000

 

 

 

 

 

 

11828689

 

 

კრებსითი — სრული ვერსია