სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 250.013.003.456
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №2-2
1999 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ“ და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ღონისძიებათა შესრულების თაობაზე
1998 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ" და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონები.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებით, კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გათვალისწინებული იყო რიგი ღონისძიებები:
1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის დამტკიცება;
2. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ურბანიზაციისა და მშენებლობის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებთან და სხვა დაინტერესებულ დაწესებულებეთან შეთანხმებით, სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემაზე კონკურსის ან აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება.
ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებისათვის ვბრძანებ:
1. შეთანხმებულად იქნეს მიღებული საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკა.
2. დამტკიცდეს:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ჩატარების წესი;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე კონკურსის ჩატარების წესი.
3. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები წარედგინოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში გასატარებლად.
4. დამტკიცებული და სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად, დაეგზავნოს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთელ სისტემას.
5. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დააწესოს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბატონმა თ. ბექაურმა.
ზ. გეგეჭკორი