„საქართველოს რკინიგზის 1999 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-01-18
გამოქვეყნების თარიღი
1999-02-17
სარეგისტრაციო კოდი
180.012.003.454
„საქართველოს რკინიგზის 1999 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი            180.012.003.454

საქართველოს  ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №7

1999  წლის 18 იანვარი

 ქ.თბილისი

საქართველოს რკინიგზის 1999 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, სომხეთის პრეზიდენტის მომართვის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. საქართველოს რკინიგზაზე: ფოთი, ბათუმი-სადახლოს და უკუმიმართულებით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას დაწესდეს ფასდაკლება მოქმედი ტარიფის მიმართ 25 პროცენტის ოდენობით.

2. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდეს ა/წ 1 თებერვლიდან.

მ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია