საქართველოს ეროვნული ბანკი
ბრძანება №3
1999 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საკრედიტო დაწესებულებების კვანძგარეთა სალაროების ქსელის ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
შეტანილ იქნეს ცვლილება „საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ მოქმედ დებულებაში და მე-3 მუხლის 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება: აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება „საკრედიტო დაწესებულებების ისეთ კვანძგარეთა სალაროებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან დაცვის ქვეშ მყოფი შენობის ფართში.
საქართველოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტი ი. მანაგაძე