|
სამინისტროს 25.12.97წ. № 2-468 ბრძანებაში „პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულებისა და ხარჯთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“
ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ |
1. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 15.05.98 წ. № 04/26-74 და პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის 10.07.98 წ. №1/35 წერილების შესაბამისად, შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება სამინისტროს 25.12.97 წ. № 2-468 ბრძანებაში „პურისა და პურ-პროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულებისა და ხარჯთანუსხის დამტკიცების შესახებ“, კერძოდ, დებულების მე-4 თავს (ინსპექციის სტრუქტურა) დაემატოს „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველო“).
2. დაევალოს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას (გ. ჭუჭულაშვილი): 2.1. დებულებაში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით შეათანხმოს იუსტიციის სამინისტროსთან; 2.2. შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საშტატო განრიგში და სამმართველოს დაფინანსება მოახდინოს ინსპექციის დამტკიცებული ხარჯთანუსხის ფარგლებში. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს იუსტიციის სამინსიტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ნ. დუჩიძეს. მინისტრი ბ. გულუა |