„საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
44/ო
მიმღები ორგანო
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1998-01-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-02-05
სარეგისტრაციო კოდი
150.012.003.175
„საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ“

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება №44/ო

1998 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ

მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჯანდაცვის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ვბრძანებ:

1. ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნული სანორმატივო დოკუმენტაციის შემუშავება-დამტკიცებამდე დროებით ძალაში დარჩეს საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები.

2. ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად ვალდებულია დაიცვას საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები.

3.  საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის სისტემაში შემავალმა ინსპექციებმა სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისას იხელმძღვანელონ საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებით, ნორმებით და ჰიგიენური ნორმატივებით.

4. დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტს (ნ. შავდია) შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობით წარმოადგინოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დარგობრივი სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების პრიორიტეტული ნუსხა-პროგრამა ევროგაერთიანებისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.

ა. ჯორბენაძე

კრებსითი — სრული ვერსია