|
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს ქ
.
თბილისის
შინაგან
საქმეთა
მთავარი
სამმართველოს
დებულების
დამტკიცების
შესახებ
|
ქ . თბილისში მოქალაქეთა და წარმოება - დაწესებულებათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის , დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შემდგომი განმტკიცების მიზნით,
ვბრძანებ
:
1. დამტკიცდეს „ დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესახებ “ ( თან ერთვის ). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1996 წლის 5 იანვარს დამტკიცებული „ დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესახებ “. 3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე . 4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ .
მინისტრი ,
დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესახებ
თავი 1 ზოგადი დებულებანი 1. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ქ . თბილისის მერიაში შემავალი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული , რომელიც ქ . თბილისის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას . აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით , შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქ . თბილისის მერია , ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო ქმნის და აფინანსებს შესაბამის სამმართველოებსა და სამსახურებს , რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან იცავენ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კონსტიტუციურ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს . 2. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები . ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლებია : საქართველოს კონსტიტუცია ; საქართველოს კანონი „ პოლიციის შესახებ “, საქართველოს პარლამენტის დადგენილებები , საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება ; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები და დირექტიული მითითებები ; ქ . თბილისის მერიის დადგენილებები და განკარგულებები ; წინამდებარე დებულება და სხვა საკანონმდებლო - ნორმატიული აქტები .
3. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი . საქართველოს
ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შს სამინისტროს მომსახურე № 2 სახაზინო სამსახურის მეშვეობით და ქ . თბილისის მერიის ბიუჯეტიდან . ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საქმიანობის განსახორციელებლად , ქ . თბილისის მერია ადგენს წლიურ ხარჯთაღრიცხვას და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე . 4. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების , პიროვნების ღირსების პატივისცემის , სამართლიანობის , ჰუმანიზმის , კეთილგონიერებისა და საჯაროობის პრინციპებზე . მას არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების , მისი პატივის და ღირსების შემლახავი ინფორმაცია , აგრეთვე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება . ოპერატიულ - სამძებრო ინფორმაციის და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით .
თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები 1. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია : 1.1. დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთა - აცილება , დანაშაულის გახსნა , მოკვლევა და წინასწარი გამოძიება ; 1.2. მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ; 13. საკუთრების დაცვა ; 1.4. საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა ; 1.5. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ; 1.6. საპასპორტო - სავიზო მუშაობის წარმართვა და მოქალაქეთა რეგისტრაცია ;
1.7. უცხოეთის წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური კორპუსის უსაფრთხოების
1.8. ძებნილთა დაკავება ; 1.9. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ;
1.10. ეკოლოგიური დანაშაულისა და ეკოლოგიური კანონმდებლობის სხვაგვარი
2.
ძირითადი
ფუნქციების
განხორციელების
მიზნით
ქ
.
თბილისის
შინაგან
საქმეთა
2.1. აყალიბებს დანაშაულობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითად მეთოდებს , კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს სისტემაში შემავალი სამმართველოებისა და სამსახურების საქმიანობას , განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოებისა და დანაყოფების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს , შეიმუშავებს მასზე დაკისრებული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო ხერხებსა და მეთოდებს ; 2.2. ახორციელებს კონტროლს კანონებისა და სხვა ნორმატული აქტების შესრულებაზე , შეიმუშავებს წინადადებებს მთავარი სამმართველო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის და წარუდგენს ქ . თბილისის მერიას , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასამტკიცებლად ; 2.3. განახორციელებს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს , ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას ; 2.4. ახორციელებს ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობას , მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას ; 2.5. აწარმოებს მიმალულ ეჭვმიტანილთა , ბრალდებულთა , სამართალში მიცემულთა , მსჯავრდებულთა და უგზო - უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნას ; 2.6. უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურების მეშვეობით სასამართლოს განაჩენებისა და სხვა იძულებით ღონისძიებათა განხორციელებას ; 2.7. უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოებრივ უშიშროებას მოქალაქეთა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს ;
2.8. კანონით დადგენილი წესით აღკვეთს აკრძალულ მოქალაქეთა შეკრებებსა და
2.10. ახორციელებს ღონისძიებებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ; 2.11. აწესებს კონტროლს ეკოლოგიის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთა - აცილებაზე ; 2.12. ხელმძღვანელობს კადრების შერჩევას , განაწილებას და აღზრდას ყველა სამმართველოში , სამსახურში და დანაყოფში , გეგმავს და ახორციელებს კადრების პროფესიულ , საბრძოლო და სამწყობრო მომზადებას . აკეთებს განაცხადს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წინაშე ქ . თბილისის პოლიციისათვის კადრების გამოყოფა - მოვლინების შესახებ . 3. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სტრუქტურა ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედის : 3.1. კრიმინალური პოლიციის სამმართველო , რომელშიც შედიან : - მართვის სამსახური ; - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური ; - კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური ; - ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური ; - არასრულწლოვანთა მიმღებ - განმანაწილებელი ; 3.2. ადმინისტრაციული პოლიციის სამმართველო , რომელშიც შედიან : - მართვის სამსახური ; - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური ; - საგზაო პოლიციის სამსახური ; - ეკოლოგიის პოლიციის სამსახური ; - საპასპორტო - სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური ; 3.3. საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახური ; 3.4. ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის სამსახური ; 3.5. საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახური ; 3.6. მოკვლევის ჯგუფი ; 3.7. მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი ; 3.8. სპეციალური დანიშნულების განყოფილება ; 3.9. მეტროპოლიტენის დაცვის პოლიციის სამმართველო ; 3.10. შტაბი ; 3.11. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო ; 3.12. მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური ; 3.13. სამდივნო ; 3.14. კავშირგაბმულობის ქვეგანყოფილება ; 3.15. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოები .
თავი III მთავარი სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობა
1. ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ქ . თბილისის მერიასთან შეთანხმებით . 1.2. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი პასუხს აგებს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ქ . თბილისის მერიის წინაშე დანაშაულებთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის განხორციელებისათვის . 2. შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების უფროსებს და მათ მოადგილეებს , სამსახურის უფროსებს , რაიონული სამმართველოებისა და დამოუკიდებელი დანაყოფების უფროსებს , თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი , მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით , დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას კი ნიშნავს მთავარი სამმართველოს უფროსი . 2.1. სამმართველოების , სამსახურებისა და დანაყოფების უფროსები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ იმ სამმართველოებს , სამსახურებსა და დანაყოფებს , რომლებსაც ბრძანებით დაავალებს შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე . 3. მთავარ სამმართველოში შემავალი რაიონული სამმართველოების , სამსახურების დანაყოფების უფროსები უფლებამოსილნი არიან დანიშნონ და გაათავისუფლონ თანამდებობიდან რიგითი შემადგენლობა და ნებით დაქირავებული პირები .
3.1 მთავარი სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია მიანიჭოს ატესტირებულ
თავი IV ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირი გადაუდებელი , მიმდინარე საქმიანობის , საშემსრულებლო დისციპლინისა და სხვა საკითხების განსახილველი მთავარი სამმართველოს უფროსი რეგულარულად იწვევს ოპერატიულ თათბირს . ოპერატიული თათბირის მუშაობაში მონაწილეობენ მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი , კრიმინალური და ადმინისტრაციული პოლიციის სამმართველოების უფროსები , მოადგილეები , მთავარი სამმართველოს სამმართველოების , სამსახურების , რაიონული სამმართველოების , სამწყობრო დანაყოფების უფროსები , მთავარი სამმართველოსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის რექტორი და სხვა მოწვეული პირები . ოპერატიული თათბირის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა მთავარ სამმართველოში შემავალი ყველა სამმართველოს , სამსახურისა და დანაყოფისათვის .
თავი V მთავარი სამმართველოს კომპეტენცია 1. მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მთავარი სამმართველო : 1.1. ახორციელებს პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებებს ; 1.2. კოორდინაციას და სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების , სამსახურებისა და დანაყოფების საქმიანობას ; 1.3. ხელმძღვანელობს კადრების შერჩევას , მათ სამსახურებრივ , საბრძოლო და პროფესიულ მომზადებას ; 1.4. საგანგებო მდგომარეობის დროს და ექსტრემალურ სიტუაციებში უზრუნველყოფს პოლიციის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე ; 1.5. ქმნის კომპიუტერულ ცენტრს ( ქსელს ), აყალიბებს და განაგებს საცნობარო - საინფორმაციო ბანკს;
1.6. ამყარებს კავშირს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა
1.7. აკონტროლებს პოლიციის თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინას ; 1.10. წარმოადგენს შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ინტერესებს ქ. თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში;
თავი VI მთავარი სამმართველოს ცალკეული სამმართველოები და დანაყოფები კრიმინალური პოლიციის სამმართველო 1. მართვის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - საქართველოს კანონმდებლობის , პრეზიდენტის ბრძანებულებების , დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებების , შინაგან საქმეთა სამინისტროს , შს მთავარი სამ მართველოს ბრძანებების და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა ; - საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება ; - მუშაობის სტილის , მართვის ფორმისა და მეთოდების სრულყოფა ; - თანამდებობის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლება ;
- კრიმინალური პოლიციის სამსახურებში პერსპექტიული და მიმდინარე სამუშ აო 2. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების გატარება კორუმპირებული კავშირების მქონე დანაშაულებრივი ფორმირებების გამოვლენისა და მათი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთის მიზნით ;
- დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების , ქურდული ტრადიციების მატარებელი პირების , - დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენის , დამზადებისა და რეალიზაციის , ანტიკვარული ნივთებისა და კულტურული ფასეულობების საქართველოს ფარგლებს გარეთ უკანონოდ გატანისა და შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლა ; - ქ . თბილისის შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში შემავალი სისხლის სამართლის სამძებრო აპარატების საქმიანობის კოორდინაცია , მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობა , მათი საქმიანობის ანალიზი და კონტროლი ; - რეგისტრირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნის , მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა - აცილების , ბოროტმოქმედთა დადგენა - დაკავების , მიმალულ ეჭვმიტანილთა , ბრალდებულთა , სამართალში მიცემულთა , მსჯავრდებულთა და უგზო - უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა დაძებნის უზრუნველყოფა ;
- არასრულწლოვანთა და სტუდენტ - ახალგაზრდობას შორის დანაშაულის და სხვა
- სასამართლოს , მოკვლევის , წინასწარი გამოძიების , პროკურატურის ორგანოების დავალებების შესრულების ორგანიზაცია , რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის გარემოებებისა და დამნაშავის დადგენასთან .
3.
კორუფციასთან
და
ეკონომიკურ
დანაშაულთან
ბრძოლის
სამსახური
- კორუფციასთან , მექრთამეობასთან და სხვა თანამდებობრივ დანაშაულთა წინააღმდეგ
- ეკონომიკის სფეროში , ტრანსპორტზე , მრეწველობაში , საბანკო - საკრედიტო სისტემასა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წარმოება ; - მოქალაქეების , სახელმწიფო და არასახელმწიფო წარმოება - დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინტერესების დაცვა დამნაშავეთა სამყაროსაგან და დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა . 4. ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - დედაქალაქის დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებებთან ერთად ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია , პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება ; - რაიონული პოლიციის სათანადო დანაყოფების მუშაობის ორგანიზაცია ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის აცილებისა და გახსნის მიზნით ; ნარკოტიკების გამსაღებელი განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა იმ ჯგუფების მხილება , რომელთაც დანაშაულებრივი კავშირები აქვთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების , მათი სინთეტიკური ნაირსახეობების უკანონო წარმოების , ნარკოტიკების შემცველი მცენარეების , ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებებიდან მათი დატაცების , ძლიერმოქმედი პრეპარატების ლეგალური ტვირთბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება . 5. არასრულწლოვანთა მიმღებ - გამანაწილებელი სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - დროებით ღებულობს 3- დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს , რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დახმარებას , ან ჩადენილი აქვთ სამართალდარღვევა. ატარებს ღონისძიებებს მათ ოჯახებში , საბავშვო ან სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაბრუნებლად ; - ადგენს მიმღებ - გამანაწილებელში წარმოდგენილი არასრულწლოვნების უზედამხედველობისა და სამართალდარღვევების მიზეზებს და პირობებს . გზავნის შესაბამის ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ; - უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ყოფნის ისეთ პირობებს , რომლებიც გამორიცხავენ მიმღებიდან თვითნებური წასვლისა და სამართალდარღვევების ჩადენის შესაძლებლობას ; - ხელმძღვანელობას აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობაზე ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური . ადმინისტრაციული პოლიციის სამმართველო 1. მართვის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებების , დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებების , შინაგან საქმეთა სამინისტროს , შს მთავარი სამმართველოს ბრძანებების და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა ; - საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება ; - მუშაობის სტილის , მართვის ფორმისა და მეთოდების სრულყოფა ; - თანამდებობის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლება ; - ადმინისტრაციული პოლიციის სამსახურებში პერსპექტიული და მიმდინარე სამუშაო გეგმების შედგენის კოორდინირება და მათ შესრულებაზე ქმედითი კონტროლის დაწესება ; - სამსახურების მუშაობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა . 2. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი ; - საპატრულო - საგუშაგო სამსახურის ლეგიონის მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის , ქუჩებში , საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მოქალაქეთა უსაფრთხოების , დანაშაულების აღკვეთა - აცილების მიზნით ; - პოლიციის უბნის ინსპექტორების საქმიანობის წარმართვა და კონტროლი , მათზე გაპიროვნებულ უბნებში დანაშაულის პროფილაქტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ;
- თავისუფლების აღკვეთის გარეშე მსჯავრდებულ პირთა აღრიცხვისა და მათ
- სპეციალური დაწესებულებების , დაკავებულთა ბადრაგირების ორგანიზაცია და
3. საგზაო პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - ქ . თბილისში საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა ; - საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცება , ავტოსატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა - აცილება ;
- სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ორგანიზაცია ; - სატრანსპორტო საშუალებათა გარემოზე მავნე ზემოქმედების კონტროლი . 4. საპასპორტო - სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - დედაქალაქის პოლიციის ორგანოების საპასპორტო სამსახურების საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი ; - საქართველოს ტერიტორიიდან დროებით გასვლისა და შემოსვლისათვის დადგენილი წესების უზრუნველყოფა , აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემის საქმიანობის წარმართვა და კონტროლი . 5. ეკოლოგიის პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი :
ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთა - აცილების
აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად
მეტროპოლიტენის დაცვის პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანაა :
- სამართალდარღვევების აღკვეთა აცილება , საზოგადოებრივი წესრიგისა და
მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი სამსახურის ძირითადი ამოცანებია : - დაკავებულ და პატიმრობაში აყვანილ პირთა იზოლატორში მოთავსების კანონიერების საიმედო დაცვის , მოთავსების რეჟიმის და პირობების უზრუნველყოფა ; - სათანადო პირობების შექმნა ოპერატიული და საგამოძიებო აპარატების მუშაკებისათვის ოპერატიულ - საგამოძიებო ღონისძიებათა განხორციელებისას . მოკვლევის ჯგუფი სამსახურის ძირითადი ამოცანაა :
პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებში მოკვლევის საქმიანობის ორგანიზაცია და
საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი
- საექსპერტო - კრიმინალისტიკური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების ჩატარება ,
- კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით სათანადო საინფორმაციო ბანკების
- პოლიციის ადგილობრივი დანაყოფების ექსპერტ - კრიმინალისტების საქმიანობის კონტროლი , სათანადო სპეციალისტების მომზადება და ტექნიკით აღჭურვა . საკუთრების დაცვის პოლიციის სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - ხელშეკრულების საფუძველზე ქ . თბილისში განლაგებულ ყველა წარმოება - დაწესებულებების და სხვა ობიექტების , განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა , მოქალაქეთა ქონების და ცალკეულ პირთა დაცვის ორგანიზაცია და კონტროლი ;
- დასაცავ ობიექტებზე დაცვითი და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მონტაჟი
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური სამსახურის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი - სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელება ; - ხანძრის , აფეთქებებისა და ავარიების , სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება ;
- ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება , სახანძრო უსაფრთხოების
თავი VII ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კონტროლის , კოორდინაციის და უზრუნველყოფის სამსახურები 1. შტაბი შტაბის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - საქართველოს პარლამენტის დადგენილებების , საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების , შინაგან საქმეთა მინისტრის , ქ . თბილისის მერიის დადგენილებების , ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებებისა და მითითებების , აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების შესრულებაზე მიმდინარეობის კონტროლი . მთავარი სამმართველოს ცენტრალური აპარატის სამსახურების , სამწყობრო დანაყოფების , სპეციალური დაწესებულებების , შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოებისა და საქალაქო ქვეგანყოფილებების ინსპექტირება ;
- დედაქალაქში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის
- ქ . თბილისის პოლიციის ორგანოებისა და დანაყოფების სამორიგეო ნაწილების
- შესაბამისი სამსახურების მეშვეობით პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის , დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების , ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების , დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა ;
- მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება , მათი დაგეგმვისა
- რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკური აღრიცხვა , ინფორმაციის ანალიზი , - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობის პროპაგანდა , მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის პრესკონფერენციების , ჟურნალისტებთან შეხვედრების ორგანიზაცია ;
შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი პირადი შემადგენლობის
- მძიმე საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევებისა და სხვა ექსტრემალურ სიტუაციებში დაზარალებულთათვის მოქალაქეთა სასწრაფო - სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა . 2. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი :
- ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისტემაში ერთიანი საკადრო
- კადრების ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება , მათი შერჩევა , განაწილება
- საორგანიზაციო - საშტატო მუშაობის ორგანიზაცია; - დედაქალაქის შინაგან საქმეთა ორგანოებისა და პირად შემადგენლობას შორის კანონიერების და დისციპლინის მდგომარეობაზე კონტროლის განხორციელება , თანამშრომელთა მიერ კანონიერების დარღვევის , სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტების გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა . შემოსული განცხადებებისა და სხვა ინფორმაციების შემოწმება და სათანადო რეაგირება ; - შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა უფლებების , პატივისა და ღირსების დაცვა . 3. მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური სამსახურის ძირითადი ამოცანები : - ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისტემის მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა ; - ხარჯთაღრიცხვის შედგენა , მისი შეთანხმება და წარდგენა სათანადო ინსტანციებში ; - კვარტალური და წლიური საფინანსო სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროში ; - მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალი ორგანოების სახარჯთაღრიცხვო და საკასო დისციპლინის მდგომარეობისა და კაპიტალდაბანდებათა მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ; მთავარი სამმართველოს ბალანსზე არსებული ყველა მატერიალურ ფასეულობათა და ძირითადი ფონდების ყოველწლიური ინვენტარიზაცია ; - მთავარი სამმართველოსა და მისი ქვემდებარე დანაყოფების თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფა . 4 . სამდივნო სამდივნოს ძირითადი ამოცანები ; - ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება ; - შინაგან საქმეთა ორგანოებსა და დანაყოფებში ბრძანებების გაგზავნა ;
- საიდუმლო საქმისწარმოება , საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაცია და
- მოქალაქეთა წერილებისა და საჩივარ - განცხადებების მიღება და მათი განხილვის
5. სპეციალური დანიშნულების განყოფილება განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი : - სწრაფი ოპერატიული რეაგირება ყველა სახის სამართალდარღვევაზე ;
- სტიქიური მოვლენების და სხვა უბედური შემთხვევების ლიკვიდაციაში მონაწილეობა ; 6. კავშირგაბმულობის ქვეგანყოფილება ქვეგანყოფილების ძირითადი ამოცანაა ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა .
თავი VIII ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების , სამსახურების და დანაყოფების გაუქმების , გარდაქმნის და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების , სამსახურებისა და დანაყოფების გაუქმება ან გარდაქმნა , აგრეთვე წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით . ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
„ ვიზირებულია “ ქ . თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი , პოლიციის გენერალ - მაიორი ი . ალავიძე 22.12.1997 წელი
|