საქართველოს მთავრობის
დადგენილება №9
2010 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია შესაბამის ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური