,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №30, მუხლი 364) შეტანილ იქნეს ცვლილება და 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„12.    საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საჭირო საექსპერტო მომსახურების გაწევა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია