საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
552
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-30
სარეგისტრაციო კოდი
230200000.11.117.006160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 552

2003 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის № 291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის № 291 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წლის სექტემბერი № 92. მუხ. 824) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიურ დებულებაში” შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლის ტ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნე ს.

2. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;

ბ) საბაჟო გაფორმების განყოფილება;

გ) საბაჟო საგუშაგოები;

დ) საბაჟო საქმის მართვის განყოფილება;

ე) საფინანსო საბუჰხალტრო განყოფილება;

ვ) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება;

ზ) ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება;

თ) საქმისწარმოების განყოფილება;

ი) სამეურნეო ნაწილი.“

3. დებულებიდან ამოღებულ იქნას მე-17, 21-ე და 23-ე მუხლები.

4. დებულების 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ამოცენებია: შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; თათბირების საოქმო გაფორმება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა; მოსამსახურეთა შვებულების გრაფიკის მომზადება საბაჟო დეპარტამენტში წარდგენის მიზნით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. გოგიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია