აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №28
2007 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №5, 24.02.2005, მუხლი 15; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №7, 27.03.2007, მუხლი 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“.
2. დებულების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე მ. აკიშბაია