„საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
256
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №256

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საკუთრების დამადას­ტურე­ბელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2004 წლის 6 აგვისტოს №64 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №83, მუხლი 732) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკი­ცე­ბული საკუთ­რე­ბის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა ჩამო­ყა­ლიბ­დეს თან­დარ­თული რედაქციით.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

გერბის ადგილი

 

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

 

№  --------

 

ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------

                (მესაკუთრე და მისი მისამართი)

 

--------------------------------------------------------------------- მასზედ, რომ მას გადაეცა

 

საკუთრებაში  ----------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

  (ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მიწის ფართობი ----------------------             ------------------------------------------                                

                                           (მიწათსარგებლობის ფორმა)

 

საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------

 

ხელშეკრულების თარიღი --------------------------------------------------------------------

 

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა

 

----------------------------------------------------------------------------------------------------                                  

                (მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება)

 

რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გამცემ სახელმწიფო ორგანოში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

გაცემულია 201___  წლის „____“ _________________

 

----------------------------------------------------

თანამდებობის პირის ხელმოწერა

 

ბ.ა.

კრებსითი — სრული ვერსია