სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.000.084
�საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
ბრძანება N 01/61
1996 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
კავშირგაბმულობის მომსახურეობის ტარიფების ცვლილებების შესახებ
ვბრძანებ:
1. გაუქმებულ იქნას კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 14 თებერვლის N 01/24 ბრძანების მე-2 პუნქტი და 16 თებერვლის N 01/31 ბრძანების მე-2 პუნქტი.
2. ზემოთაღნიშნული ბრძანებებით დამტკიცებული ტარიფები ძალაში შევიდეს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
3. კავშირგაბმულობის სამინისტროს ხელმძღვანელებმა გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული და რეგისტრაციის დღემდე მიღებული შემოსავლები გადაინგარიშონ და ჩათვლონ აპრილის თვის გადასახადებში.
ფრ. ინჯია