„საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
252
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (სსმ III, 2005 წ., №39, მუხლი 410) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზაალ აბაზაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი

მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ბოკუჩავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ნინო ენუქიძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

რონი სააბი – კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დავით ცხადაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე

ზაზა ჭელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გოჩა ჯაფარიძე – ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია