,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 131 მუხლისა და „უმაღლესი განათლების შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავ­ჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეცვალოს სახელ­წო­დება და ეწოდოს – „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სა­ხელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერ­სიტე­ტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილი­სის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელ­მწიფო პე­დაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესა­ხებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგე­ნილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტის უფ­ლე­ბამონაც­ვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი­სათ­ვის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვის­ტოს №664 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია