„საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ“ დროებით ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
ეროვნული ბანკის გამგეობა
მიღების თარიღი
1994-10-21
გამოქვეყნების თარიღი
1994-10-21
სარეგისტრაციო კოდი
090.009.000.032
„საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ“ დროებით ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა

დადგენილება №33

1994 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ“ დროებით ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა ადგენს:

შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის 1994 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ დროებით ინსტრუქციაში „რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ.

- ინსტრუქციის 1.4. პუნქტის პირველ სტრიქონში სიტყვების „პუნქტი წარმოადგენს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ბანკის“;

- 1.5. პუნქტის პირველ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „და გაყიდვა“;

- ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;

- 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.1. პუნქტში სამუშაოდ დაინიშნებიან ბანკის შტატში რიცხული მუშაკები, რომლებმაც შეისწავლეს უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული მუშაობა“;

- ამოღებულ იქნეს პუნქტი 4.4;

- 4.3 პუნქტის მე-2 აბზაცს მიეკუთვნოს „4.4“;

- პუნქტი 4.9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.9. ბანკები ეროვნული ბანკის კურსებზე ორიენტაციით დაადგენენ უცხოური ვალუტის შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს“.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის

გამგეობის თავმჯდომარე                                                           ნოდარ ჯავახიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია