საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს კიევის 2010 წლის 10 ივნისის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3562–რს