საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში მონაწილე ნორვეგიელი პერსონალის, როგორც საქართველოში კანონის უზენაესობის საკითხებზე ნორვეგიის მრჩეველთა მისიის (NORLAG) წევრების, სტატუსის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების გაგრძელების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში მონაწილე ნორვეგიელი პერსონალის, როგორც საქართველოში კანონის უზენაესობის საკითხებზე ნორვეგიის მრჩეველთა მისიის (NORLAG) წევრების, სტატუსის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების გაგრძელების თაობაზე“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 28 ივნისი.
№3154–რს