საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2009 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2504
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2009 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2009 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2009 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს „ერნსტ ენდ იანგ“ („Ernst & Young“).

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 185000 ლარით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2009 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ერნსტ ენდ იანგ“-თან („Ernst & Young“) გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2504–რს

კრებსითი — სრული ვერსია