საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1874
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2009 წლის 20 ოქტომბერი.

№1874–IIს

კრებსითი — სრული ვერსია