საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2009 წლის 18 სექტემბრის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი)“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2009 წლის 9 ოქტომბერი.
№1773–IIს