საქართველოს პარლამენტის დადგენილება
შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის „შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ლანდშაფტის შენარჩუნების შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის სოფიის 2002 წლის 14 ივნისის ოქმი „შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ლანდშაფტის შენარჩუნების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№1710–IIს