|
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (10.08.09წ., №1586) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 114 და 117 მუხლების შესაბამისად, განისაზღვროს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია“ (დანართის შესაბამისად), მათ მიერ რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტების აღიარების მიზნით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური |
დანართი
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 01.08.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №415 – ვებგვერდი, 18.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 17.01.2022წ.
|
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია
|
1. სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ევროპის წამლების სააგენტო (EMEA – European Medicines Agency).
2. შემდეგი ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) ამერიკის შეერთებული შტატები; ბ) ავსტრალიის თანამეგობრობა; გ) ავსტრიის რესპუბლიკა; დ) ახალი ზელანდია; ე) ბელგიის სამეფო; ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა; ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; თ) დანიის სამეფო; ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; კ) ესტონეთის რესპუბლიკა; ლ) ესპანეთის სამეფო; ლ1) თურქეთის რესპუბლიკა; მ) ირლანდია; ნ) იტალიის რესპუბლიკა; ო) იაპონია; პ) ისლანდიის რესპუბლიკა; პ1) ისრაელის სახელმწიფო; ჟ) კანადა; რ) კვიპროსის რესპუბლიკა; ს) კორეის რესპუბლიკა; ტ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; უ) ლატვიის რესპუბლიკა; ფ) ლიტვის რესპუბლიკა; ქ) მალტის რესპუბლიკა; ღ) ნორვეგიის სამეფო; ყ) ნიდერლანდების სამეფო; შ) პორტუგალიის რესპუბლიკა; ჩ) პოლონეთის რესპუბლიკა; ც) რუმინეთი; ძ) საფრანგეთის რესპუბლიკა; წ) საბერძნეთის რესპუბლიკა; ჭ) სლოვენიის რესპუბლიკა; ხ) სლოვაკეთის რესპუბლიკა; ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა; ჰ) ფინეთის რესპუბლიკა; ჰ1) შვედეთის სამეფო; ჰ2) შვეიცარიის კონფედერაცია; ჰ3) ჩეხეთის რესპუბლიკა; ჰ4) ხორვატიის რესპუბლიკა. |