საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-14 bis ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს სტრასბურგის 2009 წლის 27 მაისის „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-14 bis ოქმი“.
2. საქართველო აცხადებს, რომ, „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-14 bis ოქმის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, ამ ოქმის დებულებები მასთან მიმართებით გამოიყენება დროებით საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 26 ივნისი.
№1338–რს