საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით, შორის გადახდის ერთიანი სისტემის დამატებითი ხელშეკრულების“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2009 წლის 17 მარტის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით, შორის გადახდის ერთიანი სისტემის დამატებითი ხელშეკრულება“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2009 წლის 12 ივნისი.
№1219–რს