„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
915
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-31
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებას (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან და ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით №31, №33, №47 და №85 საარჩევნო ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფათ თითოეულს – 1070 ლარი.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის

პირველი მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№915–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია