საქართველოს 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
765
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:

1. საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე 2009 წლისთვის საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განისაზღვრა 9 პროცენტის ოდენობით.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2009 წლის განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები (ლიკვიდობის მიწოდება), სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები (ლიკვიდობის ამოღება), ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

3. 2009 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის: ნავთობსა და ხორბლეულზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, საერთაშორისო ბაზარზე ფინანსური კრიზისის შედეგები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№765–IIს

კრებსითი — სრული ვერსია