საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2008 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
766
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2008 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2008 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2008 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს „ერნსტ ენდ იანგ“ („Ernst & Young“).

2. საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 223905 ლარით. მომავალი თაობების ფონდის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 14603 ლარით, ხოლო სტაბილური განვითარების ფონდის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება – 14603 ლარით. სულ – 253111 ლარი.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების, მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის 2008 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ერნსტ ენდ იანგ-თან“ („Ernst & Young“) გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№766–IIს

კრებსითი — სრული ვერსია