საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიისათვის საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის საქმიანობის შემოწმების დავალების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის საქმიანობის შემოწმება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ა. ბოლქვაძე
თბილისი,
2008 წლის 5 დეკემბერი.
№671–IIს