საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 216-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 21 ნოემბერი.
№533–IIს