საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 234-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ანგარიში ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 31 ოქტომბერი.
№433–რს