საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ჩვეულებრივი იარაღის მეტისმეტი დაზიანების მიმყენებელ ან განურჩეველი მოქმედების სახეობათა გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის 10 ოქტომბრის კონვენციის V ოქმთან „ომის ფეთქებადი ნარჩენების შესახებ“ შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველო შეუერთდეს „ჩვეულებრივი იარაღის მეტისმეტი დაზიანების მიმყენებელ ან განურჩეველი მოქმედების სახეობათა გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის 10 ოქტომბრის კონვენციის V ოქმს „ომის ფეთქებადი ნარჩენების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 21 ოქტომბერი.
№368–IIს