183 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
183
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
183 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ახალციხის ინსტიტუტს ეწოდოს „ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ახალციხის ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №161 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №31 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია