,,კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
337
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-16
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
,,კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველო შეუერთდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ,,კორუფციის წინააღმდეგ“.

2. კონვენციის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველო განიხილავს კონვენციას, როგორც ექსტრადიციის საკითხებზე თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან მიმართებით ნაცვალგების პრინციპით.

3. კონვენციის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ თხოვნის გამცემ და მიმღებ ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებად განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

4. კონვენციის 46-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ თხოვნას მიიღებს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

5. კონვენციის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველო გამორიცხავს კონვენციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დავის არბიტრაჟის მიერ განხილვას.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 10 ოქტომბერი.

№337–IIს

კრებსითი — სრული ვერსია