საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის 2008 წლის 8 სექტემბრამდე გაგრძელებაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2008 წლის 23 აგვისტო.
№242–რს