„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს№402 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
237
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს№402 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული             მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს  №402 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი პუნქტის, „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 238-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 239-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის  9 აგვისტოს №402 ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 9 აგვისტო.

№237-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია