საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ოთარ კობერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვედ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს ოთარ კობერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვედ დანიშვნაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№188–რს