„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე:

    მუხლი 1

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს;

ბ) შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება, აგრეთვე ორგანიზაციის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა, საშუალო თანამდებობრივი სარგო და წლიური საპრემიო ფონდის მოცულობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტს;

ვ) ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“_„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილ უნდა იქნეს 2009-2010 წლებისათვის და აღნიშნულ ინფორმაციას თან დაერთოს დასაბუთებული მიზეზები იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის კონკრეტული გამონაკლისის დაშვება.

    მუხლი 2

მიეცეთ უფლება საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და­ საჯარო სა­მარ­თ­ლის იურიდიულ პირებს, რომ 2010 წლის 1 აპ­­რილამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, შტატგარეშე მომუ­შა­ვე­­თა საშუალო შრომის ანაზღაურება, საჯარო სამარ­თ­ლის იუ­რი­დიული პირის ხელმძღვანელის თანამ­დე­ბობრივი სარ­გო და სა­ჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულთა სა­­შ­უ­ა­ლო თანამდებობრივი სარგო განსაზღვრონ არა უმეტეს 2009 წელს არსებული ოდენობით და აღნიშნულ ვადამდე, სა­ქარ­თ­­ვე­ლოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რობასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ ამ დად­გე­ნი­­ლე­ბის პირველი მუხლის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათ­ვა­­ლის­წი­­ნე­ბუ­ლი ინფორ­მაცია.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - სსმ III, №10, 28.01.2010 წ., მუხ.112

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №77 - სსმ III, №27, 12.03.2010 წ., მუხ.401

 

    მუხლი 21.

 ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბი­უჯ­ეტ­ის შე­სა­­ხებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათ­ვა­ლის­წი­ნებული შეზ­ღუდვები არ გავრცელდეს უცხოეთიდან მი­ღე­ბუ­ლი კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში განსახორ­ციელ­ებ­ელ პროექტებზე, პროგრამებსა და ღონისძიებებზე, აგრეთვე, ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ერთეულების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორ­განოებზე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №56 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.321

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - სსმ III, №10, 28.01.2010 წ., მუხ.112

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №56 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.321

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №77 - სსმ III, №27, 12.03.2010 წ., მუხ.401

 

კრებსითი — სრული ვერსია