საქართველოს პარლამენტის დადგენილება
შოთა მალაშხიას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არჩეულ იქნეს შოთა მალაშხია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 27 ივნისი.
№64–Iს