საქართველოს პარლამენტის დადგენილება
მიხეილ მაჭავარიანის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 115-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არჩეულ იქნეს მიხეილ მაჭავარიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 24 ივნისი.
№51–Iს