საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-17
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესების ხელშეწყობის მიზნით,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია 2 წლის ვადით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.

3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ ამ დადგენილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 13 ივნისი.

№22_Iს

კრებსითი — სრული ვერსია