საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 13 ივნისი.
№21–Iს