„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარ-ტის №47 დადგენილებას (სსმ III, 2009 წელი, №30, მუხლი 364) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.    საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის, საქართველოს პროკურატურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მომსახურების გაწევა განახორციელოს საზღაურის გარეშე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                          ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია