ლალი ფაფიაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევისა და მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5657
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ლალი ფაფიაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევისა და მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ლალი ფაფიაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევისა და მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, 72 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არჩეულ იქნეს ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

2. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლალი ფაფიაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5657–რს

კრებსითი — სრული ვერსია